ახლა ეს არის ის ამორალური კამპანია, რომელსაც „ოცნება“ საარჩევნოდ ატარებს. სამწუხაროდ, ეს უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის. ეს მორალს მიღმაა. მერე ასეთი პოზების დაჭერა, რომ მე რა შუაში ვარ, აი, მაგარი არიფები არიან. როგორი არიფები არიან, იცით, ასეთ რაღაცას რომ აკეთებენ და მერე გამოდიან და ამბობენ, მეც არ მომწონსო. მარტივი პასუხი მაქვს. ამორალობის ეს დონე, ფსკერი, იმის მაგივრად, რომ ჩვენ ახლა ხალხს ველაპარაკებოდეთ კომუნალურ საკითხებზე, მუნიციპალურ სერვისებზე, გზებზე, ტრანსპორტზე და კიდევ რამეზე, ნუ, არ ვიცი, შეუძლებელია. ამას ვეძახი, რომ „ოცნება“ გვაბრუნებს წარსულში და იმ წარსულში იყო „ნაცები“, მაგრამ თბილისს ამას ვერ მოატყუებენ.
გახარია ოცნებაზე: მაგარი არიფები არიან, ეს [ბანერები] არის ამორალური კამპანია
18 სექ 202117:38
3 წუთის საკითხავი